Rhythm of the City

17 მარტი ორშაბათი 03:00

რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მოდელირება

რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მოდელირება
ახალგაზრდული სამხედრო, სასულიერო და არასამთავრობო ორგანიზაცია ჯ.ი.ი.პ ,,ნიკოფსიიდან დარუბანდამდე" წარმოგიდგენთ - პირველი ქართული ისტორიულ ,,რუის - ურბნისის საეკელესიო კრების" მოდელირებას.

გაიმარჯვე, გახდი საუკეთესო ეპისკოპოსი და გაემგზავრე ნიკეის საერთაშორისო კრებაზე სრულიად უფასოდ !!

მონაწილეები 1104 წლის განმავლობაში:
1) დაესწრებენ დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ კრებას
2) ცენტრალიზებული სახელმწიფოს გაძლიერებისა და განმტკიცების სამსახურში ჩააყენებენ ეკლესიას
3) აღმოფხვრიან ქართულ ეკლესიაში არსებულ დარღვევებს
4) შეხვდებიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს (გიორგი ჭყონდიდელი; გიორგი მთაწმინდელი; არსენ იყალთოელი)
5) გაიუმჯობესებენ ლიდერულ და ცხენზე ჯირითის უნარ-ჩვევებს
6) მონაწილეები შეიმუშავებენ ძეგლს და წარუდგნენ მეფეს განსახილველად!
7) პროექტის AFTER PARTY-ს უმასპინძლებს - Bassiani

ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი ამ მოდელირების ფარგლებში შემოგთავაზებთ:

1) საჯარო ლექციას ,,ყივჩაღთა ჩამოსახლება: მითი თუ რეალობა" სპიკერი : ათრაქა შარაღანის ძე.
2) How To Remove Kebab - მასტერკლასი, Couch: David IV ,,The Builder"(The Sharvan Sha and Shahan Sha)
3) შეხვედრა სააჯო კარში მოსამართლე ურთმელიძესთან.
უამრავი სხვა!

P.S პროექტი ინოვაციურია და მასში დედაკაცებიც იღებენ მონაწილეობას !

მოგბეზრდა ერთმანეთზე უარესი მოდელირებები? დაიღალე GA-ზე სასტუმროებში სიარულით? ქაბაბი გირჩევნია ლობიანს? ლეკვი ლომისა სწორია?

მაშინ ეს პროექტი შენთვისაა !
ფასი: 1 ქალი და 1 ვაჟი
საფასური ფარავს მთლიან ხარკსა და საკანცელარიო ნივთებს. გადახდილი უკან აღარ დაბრუნდება. ცოცხალი.

პროექტის დასასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცემა ბილინგუალური სიგელ-გუჯრები!

მონაწილეების ეტრატი:

https://docs.google.com/forms/d/1BIiQynn8A8kXzTuy7b5MdF2gD20JXywvu5SI8-MfOqk/viewform?usp=send_form

პროექტი იმის გამო, რომ თბილისი არაბებს უკავიათ, ჩატარდება ქუთაისში, გელათის აკადემიაში. გთხოვთ თან იქონიოთ ID ბარათები.
დაამატა Tbilisi Life

ყველა უფლება ტექსტებსა და ვიზუალურ მასალაზე ეკუთვნის მოვლენის ავტორს.

კომენტარები